მსოფლიო
ლავროვის პასუხი კითხვაზე_ “ვინ არის მსოფლიო პოლიტიკაში მთავარი “დებილი”?
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იუმორისტულ გადაცემაში «Международная пилорама», წამყვანის ტიგრან კეოსოიანის კითხვას – ვინ არის მსოფლიო პოლიტიკაში მთავარი “დებილი”, უპასუხა.
“იცით, არ მინდა დასახელება, ვინმეს რომ არ ვაწყენინო. ყურადღების გარეშე დავტოვებ ამ კითხვას”, განაცხადა ლავროვმა.
წამყვანის კითხვა უკავშირდება ორ შემთხვევას:
2015 წელს, პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საუდის არაბეთში კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა, ლავროვმა დიპლომატის სიტყვის დროს, ჩაიპალარაკა – “დებილი…”
როგორც რუსული პრესა წერს, სავარაუდოდ, ფრაზა ეკუთვნოდა რომელიღაც ჟურნალისტს, რადგანაც შემდეგ ლავროვმა დარბაზში მსხდომთ მიმართა:
“ხელს ხომ არ გიშლით?”
2016 წელს კი ლავროვმა Reuters ოპერატორს “დებილი” უწოდა.