ჯანდაცვა
ლაგოდეხში, covid-19 შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა
ლაგოდეხში, covid-19 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა.
შუახნის კაცი აჭარის რეგიონის მკვიდრია. მ. ა ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ის სასაზღვრო პოლიციის 5-ე სამმართველოს მე- 4 სექტორში არ მისულა. თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.