ჯანდაცვა

,,კრიტიკას, ჯანდაცვის ბობოლების მხრიდან თავდასხმა და პასკვილები არ უნდა მოყვებოდეს”

,,ჰოსპიტალური ინფექციები და ზოგადად, კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი"

ტიკარაძე: “პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით”.
ზუსტი სტატისტიკა ამაზე არ არსებობს, მაგრამ ჰოსპიტალური ინფექციები და ზოგადად, კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი, ამის გარეშეც შეიძლება რეალობას თვალი გავუსწოროთ, რადგან აღიარების გარეშე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია.
ან ვინც ოდნავ კრიტიკულ რამეს ვიტყვით ხოლმე, ხალხის მტრები არ ვართ და ამას ჯანდაცვის ბობოლების მხრიდან თავდასხმა და პასკვილები არ უნდა მოყვებოდეს.
თვითკრიტიკა არავის და არაფერს წყენს, პირიქით, უაზრო კეკლუცობა და თვითკმაყოფილებაა საშიში.
მაია ბუწაშვილი, ინფექციური დაავადებების ექიმი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close