ეკონომიკა

კრიპტოვალუტის გაუფასურება გრძელდება

კრიპტობაზარი ვარდნას განაგრძობს. ჯამური კაპიტალიზაცია 705 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

ბიტკოინი კიდევ 2.4%-ით გაუფასურდა. უკვე მეორე დღეა რაც 14000 დოლარიან ზღვარს ხელახლა ჩამოსცდა. 6 იანვრის შემდეგ მისი ფასი დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს. ეთერიუმის ფასი 2%-მდე დაეცა, თუმცა კვირის განმავლობაში 11 პროცენტითაა გამყარებული. რიპლი korczak, ბიტკოინ ქეში, იოტა, სტელერი, ნემი, იოტა გასული 24 საათის განმავლობაში თითოეული მათგანი 0.2-5.3 პროცენტის ფარგლებში გაუფასურდა. ნეო გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელიც 12.8%-ით გამყარდა. რაც შეეხება სხვა ციფრულ ვალუტებს რამდენიმე დღიანი გამყარების შემდეგ ბიტტკოინ გოლდის ღირებულება მკვეთრად, 18%-ით დაეცა. ტრონის – 12%-ით, ამ უკანასკნელის ფასი ბოლო 1 კვირაში განახევრდა. ბაიტკოინი 5%-ით გაუფასურდა, დოგკოინი 12%-ით. მცირედითაა გამყარებული იკოინი, ქიუტუმი და ლისკი.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close