საზოგადოება

,,კორონას შიშით, ხალხი შიმშილით დაგვეღუპება”

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ აგრარული ბაზრობების დახურვით 50 ათასამდე ადამიანი დარჩა უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. საზოგადოების ეს ფენა არის სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი და მოწყვლადი.
მათთვის, ბაზარში საქმიანობა ყოველდღიური სარჩო-საბადებელის მოპოვების საშუალებაა.
რეგიონებში აგრარული ბაზრობის დახურვა უფრო სავალალო შედეგს გამოიღებს, რადგანაც გლეხებს წაერთმევათ საშუალება გაყიდონ ან იყიდონ პროდუქტი, შენაური ცხოველი ან ფრინველი, ასევე სხვა ნაწარმი.
თუ ეს ეპიდემიასთან ბრძოლისათვის აუცილებელი ღონისძიება იყო, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და თითეულ ოჯახზე დაარიგოს 1000 ლარი.
კორონას შიშით ხალხი შიმშილით დაგვეღუპება.

Related Articles

Back to top button
Close