კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა წალენჯიხის სოფლებში იმყოფებოდა
წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, განცხადებით, პირი, რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა, ინფიცირებული რამდენიმე დღით ადრე სოფელ ლიაში იმყოფებოდა. თამარ კვარაცხელიას თქმით, აღნიშნულის შესახებ მათ წუხელ გაიგეს. მისივე ინფორმაციით, ოჯახის ყველა წევრი ამ დროისთვის გადაყვანილია საკარანტინო ზონაში. “ამ პირთან სოფელ ლიაში კონტაქტირებული ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია ანაკლიის საკარანტინე ზონაში. აღნიშნული პიროვნება სამეგრელოში იმყოფებოდა 28 მარტს. ის იმყოფებოდა ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური დამატებითი კონატაქტების გამოსვლენად. პიროვნებას თბილისში https://vgem-wippra.de/გამოუვლინდა covid-19 და ამის შემდეგ გახდა საჭირო მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა”, – ამბობს კვარაცხელია.
მიხეილ ძიძიგური