სამართალი და კრიმინალი

კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო_ახალი დეტალები ოფშკვითის მკვლელობაზე

სოფელ ოფშკვითში გარდაცვლილი ბიჭის ბიცოლა ამბობს, რომ კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო.

თეა ჯულაყიძის თქმით, დაკავებულმა მოკლულის ნაცნობს ტელეფონი მოპარა. ე.წ.საქმის გარჩევისას შელაპარაკება მოხდა და 17 წლის ბიჭი გულის არეში მიყენებული ჭრილბით გარდაიცვალა. ბიცოლა იხსენებს, რომ გარდაცვლილი სასაფლაოს ჭიშკართან დატოვეს და ის გამვლელმა აღმოაჩინა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 დეკემბერს სოფელში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ამ დრომდე არაფერი იცის.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close