საზოგადოება

,,რამდენი მშობელი ფიზიკურად არ ძალადობს შვილზე, მაგრამ ის თავისი საკუთრება ჰგონია?”

ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი:

_ შვილი, არა აქვს მნიშვნელობა, შენი საშოდანაა თუ სხვისი, არ არის შენი საკუთრება – ის ცალკე ადამიანია, ახალი ადამიანი, რომელიც მოგბარდა ღვთისგან რომ მოუარო სანამ სუსტია, დაიცვა სანამ პატარაა, აჭამო, ჩააცვა, ასწავლო, გაზარდო ლაღად, სიყვარულში, სითბოში, როცა ტირის, ცრემლი მოწმინდო, როცა იცინის მასთან ერთად იცინო, მისცე ყველაფერი რისი მიცემაც შეგიძლია და ამის სანაცვლოდ არაფერი არ მოითხოვო მისგან – არც მორჩილება, არც ბუნების შეცვლა, არც შენთან საერთო გზის გავლა – ყველას თავისი გზა აქვს.
შვილი ახალი ადამიანია ამ სამყაროში და არა შენი საკუთრება – შენ უნდა იყო სახლი, თავშესაფარი შვილისთვის, რომელიც უპირობოდ, უანგაროდ უნდა გიყვარდეს და სულ გახსოვდეს რომ ის თავისუფალი ადამიანია და არა შენი ბიოლოგიური გაგრძელება…

რამდენი მშობელი ფიზიკურად არ ძალადობს შვილზე, მაგრამ ის თავისი საკუთრება ჰგონია? საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა…

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close