ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს იურისტი:

_ ყოფილმა მეუფე  პეტრემ, გუშინ ნიკა გვარამიასთან გადაცემაში განაცხადა, რომ იგი მიესალმებოდა ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებას მარგველაშვილის ნაცვლად, რომ ომი საქართველოსთან დაიწყო მედვედევმა და არა პუტინმა…

  ვინაიდან პეტრე შეეხო რუსეთის თემას, თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა 2016 წელს ტელევიზია “ერთსულოვნებაში” ჩვენს შორის შემდგარი საუბრის შინაარსი:

  ის ცდილობდა ჩემი აზრის გაგებას და გადაბირებას, მითხრა, რომ რუსეთმა გარკვეული როლი ითამაშა ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტის მხარდაჭერაში და რომ მალე რუსეთი გაანადგურებს პატრიარქის ავტორიტეტს და ჩვენი ეკლესიის მხარდაჭერას უკან წაიღებსო, თან შემომთავაზა კონკრეტული გეგმა… რაზეც მე ვუპასუხე, რომ მე მხარს დავუჭერდი კათოლიკოს- პატრიარქს, რის შემდეგ მას ჩემთან ამ თემაზე საუბარი არ გაუგრძელებია.

საინტერესოა, ვის და რა გეგმას ანხორციელებს პეტრე? მაგრამ დადასტურებულია, რომ ის არის მთავარი შემსრულებელი და ცილისმწამებელი!

კომენტარები
Загрузка...