სამართალი და კრიმინალი
კიევში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ კიევის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ანდრეი კრიშენკო, ფეისბუქზე წერს.
მისი განცხადებით, კრიმინალებმა ცოლ-ქმარს ჩანთა წაართვეს, რომელშიც 3,5 მილიონი გრივნა იდო, რაც დაახლოებით 113 ათასი დოლარია. დაკავებულებს იარაღი აღმოუჩინეს.