ბოროტმზრახველები ავრცელებენ მავნე პროგრამებს Netflix სერიალების სახით

თბილისი, 29 ივლისი. 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის აპრილამდე იმ მავნე ფაილებით მოწყობილობების ინფიცირების  22 ათასზე მეტ  მცდელობას  ჰქონდა ადგილი, რომელთა დასახელებაც  Netflixში იყო მოხსენიებული. ყველაზე ხშირად, მისატყუებლად იყენებდნენ სერიალებს  “უცნაური რამ”, “მაჩო”, “სექსუალური განათლება”, “ნარინჯისფერი — სეზონის ჰიტი”. ამის შესახებ მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები, რომლის თანახმად, კიბერდამნაშავეევი შოუს უმატებენ  მავნე   სარეკლამო და მავნე პროგრამებს, გარდა ამისა იყენებენ მათ  ფიშინგური შეტევების განსახორციელებლად.  კომპანიის მიერ ნაპოვნი ფაილები მოიცავდა ტროიანელებს ყველა სახის ფუნქციურობით.  მათ შორის:   მონაცემების წაშლელ ან დამბლოკველ, ისევე როგორც საჯაშუშო პროგრამებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მომხმარებლის ფოტოების და ონლაინ ბანკინგის  პაროლების მოსაპარად.

”მომხმარებლები სულ უფრო მეტად ითვისებენ სტრიმინგულ სერვისებს.  პანდემიის დროს, განსაკუთრებით გაიზარდა დაინტერესება  ონლაინ კინოთეატრების მიმართ, რადგან ამ რესურსების დიდმა ნაწილმა გახსნა უფასო წვდომა დიდი რაოდენობის ფილმებსა და სერიალებზე. კიბერდამნაშავეები ცდილობენ, ამგვარი პლატფორმების პოპულარობა გამოიყენონ თავიანთ სასარგებლოდ. ამიტომ შეგახსენებთ, რომ უკეთესია სერიალების და ფილმების ყურება ოფიციალურ პლატფორმებზე“, – აცხადებენ კომპანიის ექსპერტები.

მავნე პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკის შესამცირებლად, ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ნაკადის რესურსების წვდომას მხოლოდ ოფიციალური საიტების ან აპლიკაციების საშუალებით; არ გადმოწეროთ ფაილები არაოფიციალური რესურსებიდან; დაყენეთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტილება,  რომელიც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ დაცვას ყველა ტიპის მოწყობილობისთვის.

 

კომენტარები