სამართალი და კრიმინალი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

„კადრებში ჩანს, როგორი მშვიდი ნაბიჯით მიდის“

მოდელისა და მსახიობის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. ის სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცავებმა მანამდე კესარია აბრამიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე კოპრუსის სათვალთვალო კამერიდან კადრები ამოიღო, სადაც ჩანს სავარაუდო მკვლელი ნელი ნაბიჯებით როგორ ტოვებს იქაურობას.

-პოლიციამ კამერები მაშინვე ამოიღო, როცა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ჩვენ გვერდით ქუჩაზე ვცხოვრობთ და კორპუსი აღჭურვუილი გვაქვს კამერებით. ჩვენთან იყო პოლიცია მოსული და ამოიღო ჩანაწერი. კადრებში ჩანს, როგორი მშვიდი ნაბიჯით მიდის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც შავი მაისური აცვია. პოლიცია, მაშინვე იმ მიმართულებით გაიქცა, როგორც კი კადრები ნახა,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close