განათლება
,,ამოიღეთ ხმა, პედაგოგებო! გავა დრო და ისევ ჩვენ დაგვადანაშაულებენ, სად იყავით და რატომ არ აიმაღლეთ ხმაო”
საინფორმაციო სააგენტო euronews.ge -ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას ,,ყველაზე დიდი მატყუარა ჩვენს საზოგადოებაში, დღეს, მასწავლებელია!_ განათლების სისტემის პრობლემები”
დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გვიგზავნიან და სტატიის კომენტარებს წერენ მკითხველები, პედაგოგები. გადავწყვიტეთ, აღნიშნული მასალები ეტაპობრივად გამოვაქვეყნოთ, რათა ერთად დავინახოთ ის რეალობა, რაც არის ამ სფეროში.
ნინო კეპულაძე:
სამინისტროს გადაუგზავნეთ ეს წერილი. პირადად განათლების მინისტრსა და პრემიერ-მინისტრსაც. ეს სრული სიმართლეა. ბევრი, ძალზედ ბევრი პედაგოგის სათქმელი თქვა.
ერთი უბედურება კიდევ ის არის რომ, თუ ებრძვი ამ საგანმანათლებლო სისტემას და აცხადებ ხმამაღლა სკოლაში, მოდის წინააღმდეგობა და ბრძოლა დირექციიდან. იყენებენ ყველა ბრძოლის მეთოდებს, მათ შორის ყველაზე ბინძურსაც, რასაც მოსწავლისა და მშობლების, ასეთი პედაგოგების მიმართ დაპირისპირება ხდება, სამაგიეროდ, ეს მხარდაჭერა დაუფასდებათ, იმით რომ, მათ შვილებს უმაღლესი შეფასებით შეაფასებენ. ასეთი სატყუარებით, ბევრი მშობელი და ბავშვია მოხიბლული. აი, აქედან იწყება ტყუილი და გაყიდვა სინდისსა.
წლების შემდეგ, ვიმკით ცუდ შედეგს და მერე უკვირთ, ახლანდელი სკოლის ზოგიერთ მედროვე დირექტორებს, ნეტავ რამ გააბოროტა ეს ბავშვები ასე, რატომ სწირავენ საკუთარ მშობლებს და სამწუხაროდ, უკვე საკუთარ თავსაც.
მორალდაკარგული ჩინოვნიკების დრო უნდა დასრულდეს.
პედაგოგები ყველაზე დაჩაგრული და ამავდროულად, ვეთანხმები ავტორს მატყუარა გამოდის დღევანდელ ყოფაში. ნებით, თუ უნებურად. რადგან საკუთარ ღირსების შელახვაზეც თანახმაა და პირდადუმებულია, მხოლოდ მისი ოჯახისა და შვილების რჩენის გამო.
ყველა ხომ ვერ წავა იმ საზღვარგარეთ, სხვის მოსამსახურედ. და,რომც წავიდეს, ვისღა უნდა დავუტოვოთ ქვეყანა და ჩვენი ბავშვები საპატრონოდ, უცხო ტომებიდან ჩამოსულებს?!…
ამოიღეთ ხმა, პედაგოგებო.! გავა, დრო და ისევ ჩვენ დაგვადანაშაულებენ, სად იყავით და რატომ არ აღიმაღლეთ ხმაო.
წლების შემდეგ, ვიმკით ცუდ შედეგს და მერე უკვირთ, ახლანდელი სკოლის ზოგიერთ მედროვე დირექტორებს, ნეტავ რამ გააბოროტა ეს ბავშვები ასე, რატომ სწირავენ საკუთარ მშობლებს და სამწუხაროდ, უკვე საკუთარ თავსაც.
მორალდაკარგული ჩინოვნიკების დრო უნდა დასრულდეს.
პედაგოგები ყველაზე დაჩაგრული და ამავდროულად, ვეთანხმები ავტორს მატყუარა გამოდის დღევანდელ ყოფაში. ნებით, თუ უნებურად. რადგან საკუთარ ღირსების შელახვაზეც თანახმაა და პირდადუმებულია, მხოლოდ მისი ოჯახისა და შვილების რჩენის გამო.
ყველა ხომ ვერ წავა იმ საზღვარგარეთ, სხვის მოსამსახურედ. და,რომც წავიდეს, ვისღა უნდა დავუტოვოთ ქვეყანა და ჩვენი ბავშვები საპატრონოდ, უცხო ტომებიდან ჩამოსულებს?!…
ამოიღეთ ხმა, პედაგოგებო.! გავა, დრო და ისევ ჩვენ დაგვადანაშაულებენ, სად იყავით და რატომ არ აღიმაღლეთ ხმაო.
დავიდ გორგია:
ამ წერილის წაკითხვამ სული შეძრა,მივხვდი, რომ მართლა დამარხულა შოთა, ილია. აკაკი და თვით გოგებაშვილიც კი. დაგვიწუნეს ცოდნით მიღებული დიპლომები და ფულით აღებულით ჩაანაცვლეს. ქართველი პედაგოგები დაასამარეს და უცხოელების ნააზრევებით გვაფასებენ და სტატუსებს გვანიჭებენ.ვაი ქართველო ერო, გაგვაფარჩაკეს ფულის მოყვარულებმა, ღირსება და თავმოყვარეობა გაგვითახსირეს, გათეთრებული ფულით ნაყიდი უცხოური იდეებით გამოგვაშტერეს და გვეუბნებიან სწალის ხარისხის დაცემაზე, ისეც დავეცით და დაგვცეს ქართველობა და სწავლის ხარისხის დაცემა განა ენაზე მოსატანია.
34 წელი შევალიე თაობების ზრდას და ეხლა გამოცდა ჩამიტარეს: ვარგივარ თუ არა, რამდენი პედაგოგი, ინჟინერი, ექიმი , ეკონომისტი, რომლებიც დღეს თანამდებობებზე ზის და საუკეთესო მენეჯერები არიან, ვერ გავზარდე? სითბო და ცოდნა მივაკელი, მონტესორი და ბანდურა თუ არ ვასწავლე, ვერ დადგნენ ადამიანებად? მაგრამ ჩვენი ხმა დღეს დარჩება “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა” თუ ყველა არ დავირაზმეთ, არ დავდექით ერთად.
ხელფასი მოგვიმატეს? – არა, უბრალოდ გაძვირებისათვის კომპენსაცია მოგვცეს, სამოწყალოდ და იქედანაც 20% გვართმევენ, რაც დიდია ხელფასი უფრო მეტს გვგლიჯავენ, დაფიქრებულხართ ამაზე? ვნახოთ სანამდე შეძლებენ მასწავლებლის გათელვას. ნებისმიერი ხელისუფალი ნებისმიერ ტესტირებაზე ქულასაც ვერ აიღება, რადგან არაფერი იციან, აზროვნება ნული, სამაგიეროდ ქონების დაგროვების ცოდნა უსაზღვრო. ერთჯერადი პენსია იყო მახე მასწავლებლების თავიდან მოსაშორებლად, ეს საუკეთესო კაკანათი იყო ღარიბი მასწავლებლებისათვის მოწყობილი. სირცხვილი მათ.
გულისტკივილით: დავით ბ ჩ.
გულისტკივილით: დავით ბ ჩ.
ავთანდილ კიკვაძე:
ბატონებო და ქალბატონებო! რევოლუცია რომ უნდა მოხდეს ჩვენს განათლების სისტემაში, ამაზე არავინ არ დავობს. მაგრამ არა იმ სცენარით ქალბატონო ლია, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ. არ დავკონკრეტდები, რადგან ბევრი საკითხი ყურადსაღებია და ბევრიც შეუსრულებადი. რევოლუცია ჩემი სცენარით, ჯერ კიდევ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის დროს დაიდო განათლების სამინისტროში მაგიდაზე და მერე რა? არავინ რომ არ მიაქცია ჩემს მოსაზრებებს ყურადღება, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” 30–ე ნომერში გამოვაქვეყნე იუმორისტულ სტილში სათაურით: “რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი”. ვინც ქალბატონი ლიას სტატიაზე კომენტარებს აკეთებს, ვურჩევ წაიკითხოს აღნიშნული სტატია და მიხვდება, რომ სანამ ჭეშმარიტად ეროვნული და ჩვენი ქვეყნის მომავალზე მზრუნველი მთავრობა არ მოვა, მანამ არ გვეყოლება არც რეალური “რეფორმატორი” განათლების მინისტრი და არც სკოლას და არც ჩვენს მომავალ თაობას ეშველება რამე. დროა, გონს მოვეგოთ. თორემ ყველა “რევოლუციამდელი ბავშვების” დონეზე დავრჩებით, მთელი ცივილიზებული სამყაროს დასაცინი გავხდებით და ღირსიც ვიქნებით, რადგან მავანსა და მავანს ერის დაჩლუნგების საშუალება მივეცით.