საზოგადოება

,,კაცუნა” უნდა ვიყო, რომ აგყვე – ყოფილი თავდაცვის მინისტრი ცოტნე გამსახურდიას მიმართავს

“ახლა, მხოლოდ იმას გავიხსენებ, როგორ გაძარცვა მარადიორმა დავით თევზაძემ ჩემი მეგობრის ბიძის სახლი მარტვილში მხედრიონელებთან ერთად” – ცოტნე გამსახურდია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძეც საკუთარი ფეისბუქგვერდიდან ეხმიანება ცოტნე გამსახურდიას სტატუსს:

,,ცოტნე, ახალგაზრდა კაცი ხარ და ერთს გეტყვი ( გაითვალისწინებ თუ არა, შენი საქმეა) არასოდეს გაიხსენო ის, რაც შენი თვალით არ გინახავს და მონაყოლით იცი. ბევრ უხერხულობას აირიდებ თავიდან. თუნდაც ზემოთმოყვანილ ციტატაში, სულ ცოტა, ორი უზუსტობაა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ მხედრიონთან ერთად არც მარტვილში ვყოფილვარ, არც სხვაგან.

P.S. სასამართლოს არ გაკადრებ, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რომლის სიკვდილშიც ასევე უბრალო ვარ (შესაძლოა, შენ სხვანაირად გგონია) და მართლა “კაცუნა” უნდა ვიყო, რომ აგყვე.
ერთი კია, თუ მიზნად მხოლოდ ჩემი წყენინება გქონდა, გამოგივიდა. უფალმა შეგინდოს, ვინაიდან ცილისწამებაც ცოდვაა. დიდი ცოდვა. გეყოლება მოძღვარი და აგიხსნის”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close