,,იცოდეთ, ვინ უნდა დაადანაშაულოთ_ ამდენი წლის განმავლობაში, გზების გაფართოვება ვერ მოხერხდა”
,,ძალიან მეცოდებით ის ადამიანები, რომლებიც ამ უსაშინლეს ამბავს იყენებთ კომპანიის სალანძღავად.
გუშინ, როდესაც თუშეთიდან ვბრუნდებოდი, ზღვა ემოციები მქონდა, ისეთი ბედნიერები ვიყავით სულ ყველა ნუ… მოულოდნელად გავიგე ეს ამბავი, როცა ყველას ტელეფონზე რეკვები ატყდა. გადავხედე ყველას, ყველანი 30 წლამდე ვიყავით და წარმოვიდგინე ჩვენ რომ დაგვმართნოდა და ნათლად გავიაზრე მათი ტრაგედია. ყველას სისხლი გაგვეყიმა და თბილისამდე ხმა არავის ამოგვიღია. ძალიან მტკივა ეს ამბავი და ძალიან ვწუხვარ.
ავტოკატასტროფა მოხდა და ვინც არ იცით გეტყვით, რომ ამ მოვლენის მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს. მათ შორის რა თქმა უნდა მძღოლის დაუდევრობა, მაგრამ ნუ ამბობთ და ნუ ასკვნით ისეთ ფაქტებს რაშიც არავინ ხართ დარწმუნებულები.
1. კაციშვილმა არ იცის ვინ რამდენი სიჩქარით მიდიოდა, რადგან გადარჩენილი თვითმხილველების ჩვენება ამ ეტაპზე უცნობია. თვითმხილველი რომ ვინმე ყოფილიყო ის დარეკავდა 112 ში და არა პირი, რომელმაც უკვე ჩამოვარდნილი მარშუტკა დაინახა .
2. არავინ არ იცის ყველაზე გამოცდილი მძღოლი გამოუვალ მდგომარეობაში რას გააკეთებს და დიახ, ხალხო, თრეველერ ჯის ყველაზე გამოცდილი მძღოლები ჰყავს, სადაც კი ოდესმე შეხვედრილხართ. უბრალოდ რობოტი არავინ არ არის და ხშირად წამის მეასედში გადაწყვეტილების განხორციელება არის ურთულესი პროცესი. ფაქტობრივად წარმოუდგენელი. დაზღვეულები არასდროს არავინ ვართ.
3. და თქვენ ხალხო, ვინც ლანძღავთ კომპანიას, ვინც მიწასთან ასწორებთ მძღოლს, ვისაც გგონიათ რომ დენიკინის დროინდელ სპრინტერში ისხდნენ (და გეტყვით რომ დენიკინის დროს სპრინტერიც არ არსებობდა,) სრული აბსურდია თქვენი აზრები.
4. და ისევ ვინც ასე ილანძღებით, რატომ, რატომ იმაზე არ ფიქრობთ, რომ ადგილობრივმა თვითმართველობამ ამდენი წლის განმავლობაში გზების გაფართოვება ვერ მოახერხა. წლების განმავლობაში ხდება ასეთი შემთხვები და აზრი არ აქვს სახელმწიფოსთვის სეზონზე 12 სხვადასხვა შემთხვევა მოხდება თუ ერთხელ და მაშინაც 17 ადამიანი დაიღუპება.
პირველად 7 წლის რომ ვიყავი (ანუ 14 წლის წინ) მაშინ წავედი ხევსურეთში და არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, არაფერი შეცვლილა გზებზე. საერთოდ არაფერი. ისევ ისეთი ვიწროა და ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანა ფაქტობრივად რისკავს სიცოცხლისთვის. პირველივე ეტაპზე გზა თუ ვერ გაფართოვდება და კლდის გაჭრისთვის მთავრობა ხარჯებს ვერ გაიმეტებს, აი რა უნდა სარკეების დაყენებას მოსახვევებში. ან თუნდაც დამაბრკოლებელი ჯებირების დადგმას.
იცოდეთ ვინ დაადანაშაულოთ, ადამიანებს ჯერ კიდევ გვჭირდება ერთმანეთი.
ვუსამძიმრებ თითოეულ ოჯახს და მათ შორის ჩემთვის ნაცნობ უსაყვარლეს ადამიანს და გიდს, სერგო გორლიუკოვის ოჯახს” _ წერს ფეისბუქმომხმარებელი სოფი გველესიანი.