სხვა

„იცოდა, საათები ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ…“

„მე­უბ­ნე­ბო­და, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა... ტი­რი­ლი და­ვი­წყე და მი­თხრა, ცრემ­ლე­ბი არ არის სა­ჭი­რო, ოჯახს მი­ხე­დეო“ - რას ყვება კაკული გურიელაშვილის ვაჟი

5 იან­ვარს ქარ­თვე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი და საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­ტო­ნო კა­კუ­ლი ბოლო წლებ­ში მძი­მე სენს ებ­რძო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წო­ნა­ში და­იკ­ლო, ჰქონ­და ტკი­ვი­ლე­ბი და ექი­მებ­მა ოჯახს უთხრეს, რომ ოთხი თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, მას შემ­დეგ, თით­ქმის ოთხი წელი იცო­ცხლა.

„იცო­ცხლა ისე, რომ არა­ვინ შე­უ­წუ­ხე­ბია. არა­სო­დეს სა­უბ­რობ­და თა­ვის ავად­მყო­ფო­ბა­ზე, არ უნ­დო­და, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ენერ­ვი­უ­ლათ”, – ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღერ­ლის უფ­რო­სი ვაჟი, მი­შელ გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი.

.

– მი­შელ, რო­გორ გრძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა ბა­ტო­ნი კა­კუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ?

– ძა­ლი­ან რთუ­ლია, ჩვე­ნი ოჯა­ხის, ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ძალა, ენერ­გია მა­მა­ჩე­მი იყო. ახლა თა­ვი­დან ვსწავ­ლობთ სი­ა­რულს. ვი­ცით, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ამას ვე­გუ­ე­ბით ნელ-ნელა, მაგ­რამ ის ჩვენ­თვის არა­სო­დეს მოკ­ვდე­ბა. გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ ჯერ ისევ…

– ბოლო წლებ­ში ავამდყო­ფობ­და, წო­ნა­შიც და­იკ­ლო… რო­დის და­უს­ვეს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი?

– 2020 წლის 2 მარტს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­ე­გუა მომ­ხდარს, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის­თვის ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა. ცხოვ­რე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად ებ­რძო­და ამ სენს. ფიქ­რობ­და, რომ ადა­მი­ა­ნი ბე­დის­წე­რას ვერ გა­ექ­ცე­ო­და და ვიდ­რე სული პირ­ში მიდ­გას, ბო­ლომ­დე ვი­ცხოვ­რებ თქვენ­თან ერ­თა­დო. მარ­თლაც, ბოლო წა­მამ­დე ისე იცხოვ­რა, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და ხალ­ხთან ერ­თად. რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ, ექი­მებ­მა გვი­თხრეს, რომ ოთხი თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. ექიმს ვუ­თხა­რი, და­ა­ნე­ბეთ მაგ ციფ­რებს თავი, ნა­ხავთ, რომ ყვე­ლა­ნა­ირ რე­კორდს მოხ­სნის-მეთ­ქი. რო­დე­საც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ურ­თუ­ლე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო, მამა მა­ინც იმე­დი­ა­ნად იყო…

– ის­რა­ე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა გა­მორ­ჩე­უ­ლია მსოფ­ლი­ო­ში… მან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­დის ხალ­ხი სამ­კურ­ნა­ლოდ. რა მოხ­და მა­მას შემ­თხვე­ვა­ში, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბა?

– სამ­წუ­ხა­როდ. გვი­ან გა­ვი­გეთ, უკვე მე­ო­თხე სტა­დია ჰქონ­და. თან გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი სიმ­სივ­ნეა, ამა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თან მა­მამ მარ­თლაც ყვე­ლა რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, არა­ნა­ირ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ აძ­ლევ­და ამ და­ა­ვა­დე­ბას, მოგ­ზა­უ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჩა­მო­სუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებ­მა გვი­თხრეს, – ისეთ მო­მენ­ტში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და­ა­ვა­დე­ბა, რომ ვე­რა­ფერს ვუშ­ვე­ლი­თო.

– მი­შელ, პრო­დი­უ­სე­რი გია გო­გო­რიშ­ვი­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, – ბოლო დროს ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ არა­ვის აგ­რძნო­ბი­ნებ­და, იდგა სცე­ნა­ზე და მღე­რო­და ძვე­ლე­ბუ­რა­დო…

– მამა ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, ყვე­ლა მო­წუ­წუ­ნე კა­ცის დე­დაო… როცა სტკი­ო­და, ჩუ­მად მე­ტყო­და, აბა, წა­ვე­დი­თო… მარ­თა­ლაც სიმ­ღე­რით ცხოვ­რობ­და და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლით. ეს იყო მისი ჟანგბა­დი. ის­რა­ელ­ში ომი რომ და­ი­წყო, ამან ძა­ლი­ან იმოქმდე­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და, ცუ­დად გახ­და, ვერც მღე­რო­და, ვის ემ­ღე­რე­ბო­და, არა­და, მისი ჟანგბა­დი სიმ­ღე­რა იყო.

– გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო და აქაც გა­მორ­ჩე­უ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ. იწ­ვევ­დნენ კონ­ცერ­ტებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. თქვენც ძა­ლი­ან კარ­გად სა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად, მა­მამ შე­გაყ­ვა­რათ სა­ქარ­თვე­ლო?

– ის­რა­ელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი შე­ვიყ­ვა­რე. ამ­ბობ­და ხოლ­მე, ის­რა­ელ­ში ვცხოვ­რობ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცო­ცხლო­ბო. ნამ­დვი­ლად ასე იყო, თუ შენ შენი წარ­სუ­ლი არ იცი, მო­მა­ვა­ლი ვე­რა­სო­დეს გექ­ნე­ბა.

მე­რაბ სე­ფაშ­ვილს ურე­კავ­და ხოლ­მე, – ედუ­არ­დო­ვიჩ, რა წა­მო­ვი­ღოო. მე­რა­ბი ეუბ­ნე­ბო­და, – კა­კულ, ყავა ჩა­მო­მი­ტა­ნეო. – არ უნ­დო­და შე­წუ­ხე­ბა. მამა ეუბ­ნე­ბო­და, – სან­თლებ­საც წა­მო­ვი­ღებ აუ­ცი­ლებ­ლა­დო. ჩა­დი­ო­და ეკ­ლე­სი­ა­ში და სან­თლე­ბი მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რე­ბის­თვის. რე­ლი­გია დე­და­სა­ვით არის, რო­გორც სა­კუ­თარ დე­დას სცემ პა­ტივს, ისე სხვის დე­დას უნდა სცე პა­ტი­ვი. ასე გაგვზარ­და მა­მამ. ლოც­ვას ყველ­გან მი­ი­ღებს ღმერ­თი.

– თქვენც ჩა­მო­დი­ო­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, მღე­რო­დით მა­მას­თან ერ­თად, თუმ­ცა არ ვიც­ნობთ თქვენს და-ძმას…

– ერთი და მყავს 36 წლის და ძმა, 31 წლის. ჩემი ძმა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ჭი­და­ვე იყო, რა­ღაც პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ცხოვ­რობ­და, ალ­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წელი. ჩემი და მღე­რის, მას­წავ­ლე­ბე­ლია. ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს მა­მას და მე­ექ­ვსე გზა­შია.

– დე­და­ზე მინ­და გკი­თხოთ, ქალ­ბა­ტო­ნი ლო­რე­ტა, ყო­ველ­თვის ყველ­გან თან ახ­ლდა მე­უღ­ლეს, ვიცი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ…

– მა­მა­ჩე­მი სულ იმას ამ­ბობ­და, რომ ჩვენ სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა არ ვი­ცი­თო, ერ­თმა­ნეთ­თან ისე იყ­ვნენ. სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მე­გობ­რუ­ლი, ძმა­კა­ცუ­რი. ყო­ველ­თვის ერ­თად იყ­ვნენ, დედა მა­მის­თვის ამო­ღე­ბუ­ლი ხმა­ლი იყო. ღმერ­თმა ქნას, რომ ბედ­ნი­ე­რი და ჯან­მრთე­ლი გვყავ­დეს, დე­და­ღა დაგ­ვრჩა.

რო­დე­საც მამა და­ი­ღუ­პა, ყვე­ლა დაბ­ნე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. დე­დას ვთხო­ვე, წა­მო­დი, ჩემ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად-მეთ­ქი, ჩემ­მა დამ, არა, მარ­ტო ვცხოვ­რობ და ჩემ­თან წა­მო­ვი­დე­სო, ამ დროს ჩემი ძმა იძა­ხის, – დე­დი­კო ჩემ­თან მინ­დაო. ამ დროს დედა ადგა და გვი­თხრა, ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, რომ ჩემ­ზე კა­მა­თობთ, მაგ­რამ მე ჩემი პა­ტა­რა კუ­თხე მინ­და, აქ დავ­რჩე­ბი და ყვე­ლას­თან სტუმ­რად მო­ვა­ლო. ვუ­თხა­რი, – ასე არ გა­მო­ვა, მე მა­მაც დავ­კარ­გე, ძმა­კა­ციც და ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი. ამ დროს დე­დამ თქვა, ყვე­ლამ რა­ღაც და­კარ­გა, მაგ­რამ მე ცხოვ­რე­ბა დავ­კარ­გეო. ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად შვი­ლებ­მა, შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა გა­ვამ­ხნე­ოთ, მა­მას არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, რომ მის გამო ვინ­მე სევ­დი­ა­ნი იყოს.

– რო­გორ გამ­ხნე­ვებ­და, რას გე­უბ­ნე­ბო­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც უკვე დამ­ძიმ­და…

– მა­რი­გებ­და, რა იყო მი­სა­ხე­დი, დრა­მის დად­გმა არ უყ­ვარ­და. უბ­რა­ლო პი­როვ­ნე­ბა იყო, სი­ცი­ლი და ხა­ლი­სი უყ­ვარ­და. სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი­დევ ვი­სა­უბ­რეთ, მე­უბ­ნე­ბო­და, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა… ტი­რი­ლი და­ვი­წყე და მი­თხრა, ცრემ­ლე­ბი არ არის სა­ჭი­რო, ოჯახს მი­ხე­დეო. ნა­ო­ჭიც კი არ შესცვლია სა­ხე­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close