სრულიად ერი უნდა იცნობდეს ამ ბიჭებს, სრულიად საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ესე გადავრჩებით, რომ ვიდრე სიკეთე არსებობს ვერაფერი მოგვერევა.

გაიცანით მამუკა, აპუნა და ნიკოლოზი, ბიჭები დეზერტირების ბაზრიდან… ბიჭები, რომლებმაც თავისი ნაშრომი, თავისი ინიციატივით სხვა ადამიანები შემოიერთეს, შეაგროვეს ძალიან დიდი რაოდენობის ხილ-ბოსტანი, რომელიც კიდევ 100 მდე ოჯახს დააპურებს.

ადამიანებო, ეს სამი საოცარი ბიჭი, დღეს კიდევ უამრავი ოჯახის ბავშვს გაახარებს, კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი არ დაიძინებს დღეს მშიერი ‼ადამიანობა გადაგვარჩენს…
გაიცანით კიდევ და იცნობდეთ ყველგან, მამუკას, აპუნას და ნიკოლოზს
Www.pondi.ge

იყავი შემდეგი…
იყავი მაგალითი…

კომენტარები