საზოგადოება

ის მდინარესთან იდგა, ფეხი დაუცურდა და … _ რა ვითარებაში დაიღუპა ისრაელიდან ჩამოსული ტურისტი?

საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტი დაიღუპა. ის 20 ივლისს იმყოფებოდა მცხეთა მთიანეთში. გაზსადენზე სელფს იღებდა, როცა ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტურისტი მდინარის პირზე იდგა, შემდეგ დაიხარა ხეობის მხარეს, ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.

 

მრავალსაათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ტურისტის ცხედარი  გადავარდნის ადგილიდან 3 კილომეტრში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო იტყობინება, რომ სამძებრო ოპერაციაში ჩართული იყო 15 მაშველი მცხეთა-მთიანეთიდან. გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი მაშველებმა აღმოაჩინეს 21 ივლისს, დილის 8 საათზე.

სალომე მგელიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close