მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორთან საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა

 პალესტინელების მიერ რაკეტების გაშვების შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორთან საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვება პალესტინელებმა აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შემდეგ დაიწყეს.

ისრაელის ავიაციამ რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამი ობიექტის წინააღმდეგ იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა „ჰამასის“ საწვრთნელ ბაზასა და იარაღის საწყობებზე. ღაზას სექტორიდან ნასროლი ორი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა, მესამე კი ღია ტერიტორიაზე აფეთქდა.

საერთო ჯამში, ღაზას სექტორიდან 15 რაკეტა ისროლეს. დაპირისპირების შედეგად ოთხი პალესტინელი დაიღუპა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close