მსოფლიო
,,ისევ აფეთქებების ხმები ისმის ბაღდადის ცენტრში, მწვანე ზონაში- ომი კი არა, ღადაობაა”
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2020/01/81467795_10220672245331888_4612250643418054656_n.jpg)
,,ამ წუთებში ისევ აფეთქებების ხმები ისმის ბაღდადის ცენტრში, მწვანე ზონაში.
ერაყის პროირანულმა ძალებმა 3 კატიუშას ტიპის რაკეტა გაუშვეს აშშ-ს საელჩოს მიმართულებით.
აქედან ერთი დაეცა ერაყის მთავრობის მშენებარე კორპუსს, მეორე ჩავარდა ამერიკის საელჩოს ახლოს მდებარე ტბაში და მესამე კაცმა არ იცის სად წავიდა.
ომი კი არა, ღადაობაა” _ რამდენიმე საათის წინ დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღმოსავლეთმცოდნემ, ზურა ბატიაშვილმა.