ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ ემზარ კვიციანთან მიმართებაში დღეს ის მანქანა ჩაირთო, რომელიც ძალიან ჰგავს სახელისუფლებო- საინფორმაციო მანქანას. ვიღაცას “ქართული ოცნებიდან” , ეტყობა, ძალიან შეტკივა გული ბოკერია-სააკაშვილის 5 კაციან პარტაქტივზე და ისიც არ გამიკვირდება, რომ ძალიანაც მოწონდეს დეპუტატების მიზანმიმართული შეურაცხყოფა პარლამენტის შესასვლელთან და ძალიანაც აწყობდეს პროვოკატორთა ამ 5 კაციანი “არმიის” პერმანენტული ბაქი-ბუქი. ეს ვიღაცა აშკარად ცეცხლს ეთამაშება, წაიკითხოს და ამ თამაშს თავი დაანებოს, ჩემი კეთილი რჩევაა.

კომენტარები
Загрузка...