სამართალი და კრიმინალი

ირანის 3 მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როცა ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოტიკს ასაღებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს
დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ. დანაშაული 6-დან 11 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება
ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close