საზოგადოება

ირაკლი უტიაშვილი: ხალხი მარტოა სატანების წინააღმდეგ… განგაშის დროა!

ირაკლი უტიაშვილი, ადვოკატი:

_ განგაშის დროა…
დღეს 158 შემთხვევა, ყოველ დღე უმატებენ რათა შეზღუდვები დააწესონ, გაგაღატაკონ, მოგსპონ, დაგაკნინონ და გაგანადგურონ. რამ დაგამონათ ხალხო ასე რა გჭირთ. ვინც დამონებულხართ ჩემთან ერთად ნუ დაჯდებით სუფრასთან და ვაჟკაცობის სადღეგრძელოს ნუღარ დალევთ, არ მივიღებ.
საქართველოს ისტორიაში დღეს ქვეყნის გადარჩენის უმძიმესი პერიოდი დგას და თქვენ კი თავდახრილები ეგუებით როგორ გიუბედურებენ შვილებს.
გვეყოლება გაუნათლებელი გონებაჩლუნგი თაობა. წაიშლება მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ქართული კულტურა, ქართველი ერი დაკნინდება და გადაჯიშდება საბოლოოდ და საქართველო რუკიდან წაიშლება. ჯანმომაც კი აღიარა შვედური მოდელის უპირატესობა ვირუსთან ბრძოლაში. გერმანიის მთავრობამ უკვე მოუხადა ბოდიში ხალხს ზედმეტი შეზღუდვებისთვის. სომხეთმაც კი დაუშვა 60 კაცამდე ქორწილი და სხვა ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს რომ სომხეთიც კი არ შლის თავის კულტურას.
ფული აქვთ აღებული და გაგვყიდეს ხალხო, ოპოზიციაც სოროსის ფულით ძღება და ხელისუფლება კიდევ გასაძღომად სჭირდება. ხალხი მარტოა სატანების წინააღმდეგ… განგაშის დროა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close