ირაკლი ნოზაძის ოჯახში მატებაა
ია დუდაშვილი: „რომ გაიზრდება, აუცილებლად მოვუყვები, როგორ გაათბო ოჯახი თავისი მობრძანებით"

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის და ია დუდაშვილის ოჯახში მატებაა. ცოტა ხნის წინ მათ მესამე საერთო შვილი შეეძინათ.
.
„რომ გაიზრდება, აუცილებლად მოვუყვები, როგორ გაათბო ოჯახი თავისი მობრძანებით”, – წერს ია და მესამე შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
წლების წინ წყვილის ურთიერთობაში დიდი კრიზისი იყო. ისინი ორი წლის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ.
„ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა… ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.
ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე”, – ამბობს ია გამომწერებთან.