საზოგადოება

ინფარქტის დადგენა შეგრძნებებითაც შეიძლება – კარდიოლოგების სენსაციური დასკვნები

ნაადრევი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფარქტი და ინსულტია. უთუოდ ყველას აინტერესებს, რით შეიძლება ინფარქტის თავიდან აცილება და რამ შეიძლბა გამოიწვიოს ის?

გავრცელებულია აზრი, რომ ინფარქტის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, უარი ვთქვათ მაღალი ქოლესტერინის შემცველ საკვებზე, მაგრამ ქოლესტერინი თქვენს თეფშზე და ქოლესტერინი თქვენს სისხლში-ეს ორი სხვადასხვა რამ გახლავთ.

ექიმი კარდიოლოგი ალექსანდრე ერმაკოვი ამბობს, რომ  ქოლესტერინის 80%-ს კანი და ღვიძლი გამოიმუშავებს და მხოლოდ 20%-ს იღებს ორგანიზმი საკვებიდან. ანუ იგი ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ძალიან მცირეს.

ჩვენ ვიცით, რომ კვერცხს ქოლესტერინის მაღალი შემცველობა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი სისხლშიც აამაღლებს ამ ნივთიერების დონეს. გამოკვლევების შედეგად, რომელშიც 260 ათასი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას, დადგინდა, რომ კვერცხის ჭამა არ ზრდის ინფარქტისა და გულის შეტევის რისკის რაოდენობას. არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანი მიირთმევს კვერცხს და მის სისხლში სასარგებლო ქოლესტერინის შემცველობა იმატებს. იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ცხოველურ ცხიმს შეიცავენ. დღეს უკვე კარდიოლოგები და დიეტოლოგები ცვლიან თავიანთ რეკომენდაციებს. ისინი დარწმუნდნენ, რომ ზომიერი დოზით ამ პროდუქტების მიღება, სრულებით არ ვნებს ორგანზმს. რაც არ შეიძლება ითქვას შაქარზე.

ექიმ კარდიოლოგი ალექსანდე ერმაკოვი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გენეტიკა, ეს არის ლიპიდების ინდივიდუალური ცვლის შედეგი. უფრო კონრეტულად, ეს არის მავნე და სასარგებლო ქოლესტერინის შეფარდება, რასაც გენეტიკური მახასიათებლები არეგულირებს. სტრესი, ეს არის მთავარი მაპროვოცირებელი. ანუ სტრესი კი არ იწვევს ინფარქტს, არამედ ხდის ორგანიზმს არასტაბილურს. ათეროსკლეროზიც არ ჩნდება უმიზეზოდ. ქოლესტერინი ცდილობს აღადგინოს დაზიანებული სისხლძარღვები, ასე ვთქვათ, „შელესოს“ ისინი. სწორედ ეს დაზიანებებია მთავარი პრობლემა, რომლთა გამომწვევი მიზეზიც შემდეგი გახლავთ:

მაღალი არტერიული წნევა; ნიკოტინი, რომელიც აზიანებს სისხლძარღვების შიდა სტრუქტურას და მის კედლებს; მაღალი შაქრის შემცველობა, ანუ შაქრიანი დიაბეტი.

კარდიოლოგი ალექსანდრე ერმაკოვი:

_  ათეროსკლეროზს უყვარს სამიზნე ორგანოები, სადაც იგი ყველაზე ხშირად ჩნდება. ეს არის თავის, კისრის, გულის, თირკმელების და ფეხების სისხლძარღვები. ცალკე აღსანიშნავია თვალის სიხლძარღვები. ეს არის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბების ყველაზე ,,საყვარელი” ორგანოები. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან არსებობს პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ, ათეროსკლეროზის რისკი დიდი დროით გადაწიონ უკან. ამ პრეპარატთა ჯგუფს სტატინები ეწოდება. ისინი მეორე ადგილზეა ანტიბიოტიკების შემდეგ, თუმცა პრობლემა თავად პაციენტებშია, რადგან მათ არ სურთ ამ პრეპარატების ყოველდღიური მიღება. უამრავი გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომსტატინების რეგულარული მიღება არათუ ამცირებს ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, არამედ თითქმის აქრობს მისი გაჩენის რისკს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატინები სხვადასხვაგვარად მოქმედებს. პაციენტთა ერთ მესამედს ყოველდღიური მიღების შემდეგ იგი უმცირებს ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას. ერთ მესამედს საერთოდ უქრობს, ხოლო დანარჩენ მესამედს გაცილებით ნელა უყალიბდება.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ  შეიძლება ინფარქტის გამოვლენა შეგრძნებების მიხედვით. წარმოვიდგინოთ, რომ უკვე ჩამოყალიბდა ინფარქტი. 10 სავარაუდო შემთხვევიდან 9 ამას გრძნობს. ეს მტკივნეულია. ანუ შემთხვევათა 10 % ტკივილის გარეშე მიმდინარეობს. ეს ცუდია, რადგან ადამიანი განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას და ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, გაცილებით უარესად მთავრდება. აქ არ არსებობს რაიმე კონრეტული რეკომენდაცია. აუცილებელია, რაც შეიძლება ოპერატიულად მიმართოდ ექიმს. მაშინაც კი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნევრალგიური ტკივილია. ალექსანდრე ერმაკოვის თქმით, თავად პაციენტს ამის გარჩევა არ შეუძლია.

,,როდესაც ადამიანს უჩნდება გარკვეული დისკომფორტი მკერდის არეში, ზურგში, კისერთან ან მუცელში და ყბა-სახის მიდამოებშიც კი, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ თერაპევტს და კარდიოლოგს. რაც უფრო დროულად მიაკითხავთ ექიმს, და აღმოაჩენთ ინფარქტს, მით მეტი შანსია, ყველფერი კარგად დასრულდეს. თუ ადამიანი ტკივილის გაჩენიდან პირველივე საათში მოახერხებს ექიმთან მისვლას, შესაძლებელია, ინფარქტი არც კი ჩამოყალიბდეს.

ექიმი კარდიოლოგი ალექსანდე ერმაკოვი: მსახიობმა ოლეგ ტაბაკოვმა ინფარქტი 20 წლის ასაკში გადაიტანა. ასე რომ, იგი ნებსიმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close