საზოგადოება

,,ინკლუზიური გონების არაქალს როგორ უშვებენ განათლების სფეროში?”

ინტერნეტში ვრცელდება 206-ე ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი აღსაზრდელის დეიდის, ირმა გირგვლიანის ვრცელი „ფეისბუქ“-პოსტი, სადაც ის მოვლენების ქრონოლოგიას აღწერს და ბაღის დირექტორის, მარინა გოგოლაძის გამოთქმულ მოსაზრებებს აკრიტიკებს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პატარა მეორე სართულიდან გადავარდა და საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, ბაღის ახლა უკვე ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბავშვი ინკლუზიური იყო და რამდენჯერმე ჰქონდა გადმოხტომის მცდელობა…

ბავშვის დედის დეიდაშვილი, ირმა გირგვლიანი წერს:

„დღეს მძიმე დღეა და ჩემთვის ორმაგად.

არავის განკითხვას არ ვაპირებდი, მაგრამ სწორედ განუკითხაობა გვკლავს!!

3 წლის ბავშვი, სრულიად ჯანმრთელი, მშვიდი, აზრიანი, საბავშვო ბაღში მეხუთე დღეს მიყვანილი დილის 10 საათზე გადის საძინებელში, ფანჯარასთან მიდგმულ საწოლზე ძვრება, ადის საწოლის თავზე და იქიდან ბობღდება რაფაზე!!! ვარდება მეორე სართულიდან (უგისოსო) ბეტონზე და უტყდება თავის ქალა!!! და არც არავინაა მომკითხავი!!!!!

მოპირდაპირე კორპუსიდან ხედავს ახალგაზრდა, მირბის ბაღში, ეჯაჯგურება ჭიშკარს (ზარი რა გახდა ხალხო!!!!!), ყვირის ბავშვი, ბავშვიო!!!!! ძვრება ბადეზე, ხტება და მოჰყავს გონზე ისე, რომ ბაღის ხალხი გონზე არ არის!!!

და მერე გამოდის ეს ნაძირალა ბაღის დირექტორი მ ა რ ი ნ ა  გ ო გ ო ლ ა ძ ე!!!! აცხადებს: ბავშვს სამჯერ ჰქონდა მცდელობა და დააგვირგვინაო!!!

ყველა მის მიერ თქმული სიტყვა არის ტყუილი!!!!! თვალით არ უნახავს ბავშვი!! სულ ოთხჯერ გვყავდა და შუადღისას ძიძას მიჰყავდა!

ინკლუზიური გონების არაქალს  როგორ უშვებენ განათლების სფეროში?????

ხალხო, როგორ მიდიან ასეთები თანამდებობებზე???

ჩვენი ბრალია!!!

ჩვენი უუნარობის!!!

ჩვენი უსუსურობის!!!

მხოლოდ ჯვრის თაყვანისცემა ვერ გვიშველის!

ყველამ უნდა ვზიდოთ ჩვენი ჯვარი!!!

ჩვენი ჯვარი კი ისიცაა, რომ არ მივუშვათ არადამიანები თანამდებობებზე, რადგან დღეს ჩემი, ხვალ სხვისი შვილი მოხვდება არაკაცების ხელში!!!

ხედავ, ბაღში დირექტორი არის ფსიქოპატი?! გამოიყვანე ბავშვი, კი ბატონო, მაგრამ ბოლომდე მიჰყევი, არ დატოვო „ის“ ბავშვებთან!

ხედავ, სკოლაში დირექტორია უზნეო, გამოიყვანე შვილი, მაგრამ ეს ფაქტი აღნიშნე!!

მე ავიტან ცუდ გამყიდველს, რომ მიღრენს, ცუდ მეეზოვეს, ნახევრად მოუგველს რომ ტოვებს, ცუდ მეზობელს ძაღლის ხმა რომ აღიზიანებს, მაგრამ ბავშვებს, ანგელოზებს არ უნდა გავაკაროთ ეს… ეს… არ ვიცი, რა ვუწოდო ამ ნაძირლებს!!!

ჯვართამაღლებაა…

დღეს არ მინდოდა, მაპატიეთ, მაგრამ გული აღარ მაქვს!!!!!“

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close