მსოფლიო

ინგლისში პენალტებს სხვანაირად დაარტყამენ

ინგლისის საფეხბურთო ლიგამ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან ყველა ინგლისურ სათასო ტურნირზე გამოყენებული იქნება მატჩისშემდგომი პენალტების სერიის ახალი ფორმატი. სისტემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირველი დარტყმის შემდეგ, მეორე გუნდი ზედიზედ ორ დარტყმას ასრულებს, შემდეგ ზედიზედ ორჯერ ურტყამს პირველი გუნდი და ა. შ.

ეს სქემა პირველად შეიძლება გამოსცადონ ინგლისის ლიგის თასის პირველ რაუნდში – 8-9 აგვისტოს. ძირითადი ჩანაფიქრი ასეთია – არ ჰქონდეს ფსიქოლოგიური უპირატესობა გუნდს, რომელიც პირველი ურტყამს პენალტს. მსგავსი ფორმატი უკვე გამოიყენეს ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

პენალტების შესრულების ახალმა სისტემამ უკვე მიიღო არაოფიციალური სახელწოდება ABBA – გუნდების თანმიმდევრობის მიხედვით (A გუნდი – B გუნდი – B გუნდი – A გუნდი).

1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close