საზოგადოება

,,იმ სამსახურებმა, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, მუშაობა გააგრძელონ ონლაინ რეჟიმში”

პანდემიის პროცესში საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობა განორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს მათ ზარალს, რეკომენდირებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ყველასთვის არ არის შესაძლებელი, სასურველია ეს რეჟიმი იმ თანამშრომლებისთვის მაინც გაგრძელდეს, რომელსაც შეუძლია და მათი სამუშაო საჭიროება აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ონლაინ რეჟიმში იმუშაონ.

წყარო: იმედი

Related Articles

Back to top button
Close