პოლიტიკა
“იმედია, პოროშენკომ საქართველოში პირსახოცი და საპონი წაიღო”

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს facebook-ზე ეხმაურება.
“მიხარია, რომ როგორც იქნა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა. ურთიერთობები უნდა განვითარდეს, როგორებიც არ უნდა იყვნენ ლიდერები. არ ვიცი, იცის თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა – სტუმრების მიღებაში ფულის გაფლანგვაზე. საქმეში ფიგურირებს ვიქტორ იუშენკოს აბანოს მომსახურება, 28 ევრო. იმედია, პირსახოცი და საპონი წაიღო”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/1623433634353678