საზოგადოება

ილია მეორე: პა­რას­კევს, მთე­ლი ღამე სამების ტა­ძა­რი ღია იქ­ნე­ბა

12 დე­კემ­ბერს, ხუთ­შა­ბათს დიდი ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა, პა­რას­კევს ღა­მით კი ტა­ძა­რი ღია იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრძა­ნა. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ჩა­ტარ­დე­ბა ხუთგზის წირ­ვა, რა დრო­საც სამ­ღვდე­ლო­ე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას და ემიგ­რან­ტებს და­ლო­ცავს.

“მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ მო­მა­ვალ პა­რას­კევს არის ხსე­ნე­ბა წმინ­დი­სა მო­ცი­ქუ­ლი­სა ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი­სა, რო­მელ­მაც და­ა­არ­სა ჩვე­ნი ეკ­ლე­სია. ამა­ვე დღეს არის ხსე­ნე­ბა წმინ­დი­სა მე­ფი­სა ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი­სა და პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კო­სე­ბის – პეტ­რე პირ­ვე­ლი­სა და სა­მუ­ე­ლი­სა. ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს იქ­ნე­ბა დიდი ლოც­ვა და პა­რას­კევს მთე­ლი ღამე ტა­ძა­რი ღია იქ­ნე­ბა. შეს­რულ­დე­ბა ხუთი წირ­ვა. ამ ხუთი წირ­ვის დროს ჩვენ მო­ვიხ­სე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს მკვიდ­რებს და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ“, – ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

წყარო: info9.ge

Related Articles

Back to top button
Close