საზოგადოება

ილია მეორე: მთლიანად ეკლესიისა და ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას

საქართველოს პატრიარქი აჭარაში იმყოფება. ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ განვითარებული ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სადაც იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.

უწმინდესმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. ბათუმში მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდი გულისტკივილი და მწუხარება გამოთქვა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო.

,,მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია, მთლიანად ეკლესიის და ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო”- განაცხადა პატრიარქმა.

ტრაგედია ბათუმში 24 ნოემბერს სასტუმრო “ლეოგრანდში” დატრიალდა. გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close