საზოგადოება
ილიაუნის სტუდენტები ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ და აქციას აანონსებენ
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/09/Capture-1.png)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ. ახალგაზრდების განცხადებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების გამო, ბიზნეს სკოლიდან უსაფუძვლოდ 25-მდე ადამიანი გაუშვეს.
მათი შეფასებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რეგულაციის შინაარსი არასწორად ესმის. ლექტორების აღდგენისა და ბიზნეს სკოლის დეკანის გათავისუფლების მოთხოვნით, სტუდენტები დღეს აქციის გამართვას გეგმავენ.