გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ მაშ ასე, “წილი ნაყარია”.
ივანიშვილმა გაიფორმა რა გახარიას მთავრობა, ამით სრულიად საქართველოს განუცხადა,
რომ ის მზადაა “სისხლით და მახვილით” შეინარჩუნოს ძალაუფლება,
რომ საბოლოოდ მოგუდავს ქართულ სახელმწიფოს,
რომ გაიყიდება ქვეყნის ეროვნული ინტერესები,
რომ გვაქცევს რუსეთის გუბერნიად,
რომ დამყარდება ოლიგარქიული დიქტატი,
რომ ქვეყნის ეკონომიკა, ფინანსები, ეროვნული სიმდიდრე იქნება ოლიგარქის საკუთრება,
რომ ხალხი განწირული იქნება უსამართლობისათვის, სიღატაკისა და სიდუხჭირისათვის და ა. შ.
მაგრამ, ჯერ ქართველ ხალხთან ომი არავის მოუგია, ბევრი იმპერია, მტარვალი, მოძალადე, მოღალატე, შიდა თუ გარე მტერი მოგვინელებია, გადავრჩენილვართ და დღემდე მოვსულვართ.
ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

კომენტარები
Загрузка...