პოლიტიკა

,,ივანიშვილმა მოახერხა და 41 ყაჩაღი მაჟორიტარის გარდა, არცერთი მომხრე აღარ დაიტოვა”

ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ ივანიშვილმს პოლიტიკური თვითმკვლელობა განახორციელა, ახლა ჯერი ხალხზეა, რომელმაც მისი საბოლოო მესაფლავის როლი უნდა იკისროს ! ასეთი სიხშირით სპეცრაზმით დაპირისპირება საკუთარ ხალხთან, საქართველოს არცერთ წინამორბედ ავტორიტარ მმართველსაც კი არ განუხორციელებია. ივანიშვილმა მოახერხა და შსს და 41 ყაჩაღი მაჟორიტარის გარდა, პრაქტიკულად არცერთი მომხრე აღარ დაიტოვა. შესაბამისად, მას მომავალში ყველა შეკრების პოლიციის თანხლებით ჩატარება მოუწევს, ასე კი დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენი მისიაა, გავააქტიუროდ საზოგადოება და ყველას კარგად ავუხსნათ, რომ მისია არა ვინმე ერთის მოყვანაა ხელისუფლებაში, არამედ ისეთი თავისუფალი, პროპორციული არჩევნების მიღწევა. ამის შედეგად კი ცვლილება იქნება ხარისხიანი და არა მექანიკური, შესაბამისად , დასრულდება ბოლშევიზმი და ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს ეყოლება საკუთარი იდეებისა და ინტერესების დამცველი პარლამენტში !

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close