,,ამჯერად, ივანიშვილი ჰყიდის ჯავახეთს. შეთანხმების შედეგად ერევანსა და მოსკოვს შორის ამ რეგიონში არსებული საარჩევნო ხმები გაიყოფა მხოლოდ ორ პარტიას შორის. ესენი არიან კრიმინალური ,,ქართული ოცნება” და უცხოეთის სპეცსამსახურებიდან დაფინანსებული პატრიოტთა ალიანსად წოდებული დაჯგუფება. შესაბამისად, მათ სიებში შეყვანილია მთელი ჯავახური სეპარატისული დაჯგუფება სამველ პეტროსიანის მეთაურობით, რომელთა მიზანია, გამოაცხადონ ჯერ რეგიონის კულტურული ავტონომია, შემდგომ პოლიტიკური ავტონომია და საბოლოო ჯამში ჩამოაცილონ ტერიტორია დედა-საქართველოს.

მე მოვუწოდებ ორივე პარტიის ხელმძღვანელობას, გააუქმეთ თქვენი პარტიული სიები წარდგენილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. მიეცით საშუალება საქართველოს მოქალაქე სომხებს, ყოველგვარი სეპარატისტებისა და გარიგების გარეშე გამოხატოს თავისი აზრი და დაუჭიროს მხარი იმ პარტიას, რომელიც მის ინტერესებთან უფრო ახლოსაა. სხვა შემთხვევაში მათ არ ასცდებათ საბრალდებო სკამი იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ საშიშ გარიგებას” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები
Загрузка...