საზოგადოება

,,ივანიშვილი არსადაა წამსვლელი 2030-მდე _ მალე, ძალიან მაგარი სანახაობები გველის”

ლადო სადღობელაშვილი, აქტივისტი:

_ აბა, მეგობრებო, მზად ხართ მორიგი “ტრიუკისთვის”? მაშინ დამშვიდდით, კარგად მოკალათდით, მოიმარაგეთ ბევრი პოპკორნი და დაელოდეთ “ნეტარებას” იმიტომ, რომ მალე ძალიან მაგარი სანახაობები გველის.
– “საღამოს ვარიეტეს თეატრის სცენაზე ვოლანდის და მისი ამალას წარმოდგენა იმართება”… ჩვენ ვიხილავთ მაესტროს მორიგ ვირტუოზულად წარმართულ ორკესტრს, რომელიც ისე “ტონკად” იქნება შესრულებული, რომ… თვით კოლექტიური ბოკერიები და მარგინალი ნაცებიც კი ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ღილაკი “კი”-ს დაჭერას!
– ჩემს პოსტებში მე არა ერთხელ მომიყვანია ფრაზა ცნობილი კინო ფილმ “ბლეფიდან” : “გინდ წითელზე დადე გინდ შავზე მაინც მწვანე დაჯდება…” ხო და ბიძინას მწვანე ჯდება!
– მეტის თქმა მე არ შემიძლია, თუმცა ერთ პატარა ამბავს გეტყვით, რამოდენიმე კვირის წინ ჩემს უფროს პოლიტიკურად მოწამლულ მეგობართან ცვლილებებზე ლაპარაკისას მან ასეთი რამ მითხრა – “მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ივანიშვილი რომ იქნება, ეგ 100% ვიციო”… ახლა აქედან ვეუბნები ჩემს მეგობარს, მე ვიცი და მართალი იყავი, ივანიშვილი არსადაა წამსვლელი 2030-მდე! რაც შეეხება პარტიულ ვერტიკალს ძალიან დიდი ცვლილებები იქნება!
ps შევხვდებით 20 მაისის შემდეგ. ყველა ვოლანდს ჰყავს თავის ბეჰემოტი, აზაზელო და ფაგოტი! ხო და რაღა თქმა უნდა ჰელაც!

Related Articles

Back to top button
Close