პოლიტიკა

იან კელი უფრო რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ლობისტია, ვიდრე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ნეიტრალური წარმომადგენელი

შალვა ნათელაშვილი- “როგორც ამბობენ პოლიტიკა-დიპლომატიის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკუთარი აზრების დაფარვაა. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტმა ვეღარ დაფარა ის, რაც კულუარებში ყველამ ვიცით. კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ელჩი საქართველოში ბატონი იან კელი, ჩვენდა სამწუხაროდ, უფრო რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ლობისტია ვიდრე მთელ პოლიტიკურ სპექტრთან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ნეიტრალური წარმომადგენელი. სწორედ ამიტომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩვენს გაფრთხილებას, არჩევნების მოსალოდნელ მასობრივ გაყალბებაზე პასუხად მოჰყვა ბატონი ელჩის ჟრუანტელისმომგვრელი განცხადება, რომ ნეტა ასეთი დემოკრატიული არჩევნები ამერიკაშიც ტარდებოდესო. ამდენად დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა,ოლიგარქის მიერ მასობრივი ფალსიფიცირებით, მოსყიდვით,ძალადობა-რეპრესიებით კონსტიტუციური უმრავლესობის გაყვანა, ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში არ შეშვება, მთელი რუსული სპეცსამსახურების აგენტთა პარლამენტში მოკალათება,ერთობლივად მოიხაზა და დაკანონდა ივანიშვილის და იან კელის მიერ. აღნიშნულისათვის მათ კარგად გამოიყენეს ამერიკაში მიმდინარე დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები და გარდამავალი პერიოდი, როდესაც ვაშინგტონის პოლიტელიტა დაკავებული იყო შიდაპოლიტიკური პრობლემებით და ჩვენთვის არ ეცალათ. უფრო მეტიც არჩევნების შემდეგ ბატონი კელის წარმომადგენლები დაიარებოდნენ ჩვენს მეგობარ ჯგუფებთან ვაშინგტონში და თავგამოდებით უმტკიცებდნენ მათ, რომ საქართელოში უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდა არჩევნები. დღესაც როდესაც ივანიშვილი მიდის ფაქტობრივ სახელმწიფო გადატრიალებაზე და აუქმებს ხალხის უფლებას თვითონ აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი ბატონ ელჩს ამაზე ხმაც კი არ აუმაღლებია. ამჟამად როცა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობა ავიდა უფრო მაღალ სტანდარტებზე, ასეთი ტენდენციური ელჩის იმედზე ყოფნა ნამდვილად სარისკოა. შესაბამისად პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, დროული და უაღერსად საჭირო გადაწყვეტილება იქნებოდა.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close