საზოგადოება

,,თქვენ არ გეღირსოთ წყალი და ბანაობა. ამ სიცხეში წყლის გათიშვა შეიძლება?”- მოსახლეობის გზავნილი GWP-ს

თბილისში, ვაზისუბანში, მოსახლეობა უწყლობას დიდი ხანია უჩივის. კომპანია gwp მათ წყალს თითქმის უკვე ყოველდღიურად უკეტავს და მოგვიანებით ატყობინებს, რომ მოხდა დაზიანება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოსახლეობა, რომელიც 40 გრადუსიან სიცხეში წყლის გარეშე არის დარჩენილი შველას ითხოვს. მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ წყალი არ წყდება მხოლოდ დაზიანებების გამო. ისინი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვენ. მიმართეს ენერგოომბუდსმენს, რაიონის დეპუტატს, თავად კომპანია gwp-ს…

წყლის კომპანია თავის საიტზე აღდგენითი სამუშაოების ვიდეომასალას აქვეყნებს, თუმცა ხალხს მათი სიმართლის არ სჯერა და აი, რას წერენ კომენტარებში:

.

,,თქვენ არ გეღირსოთ წყალი და ბანაობა. ამ სიცხეში წყლის გათიშვა შეიძლება? რას აკეთებთ ამისთანა დაუსრულებელს? ხელოსნები გყავთ თუ თხუნელები? ხან ერთი ადგილია გადათხრილი, ხან მეორე”.

,,დღეგამოშვებით ზიანდება და მხოლოდ ვაზისუბანში?! ან ერთმა ადამიანმა რა უნდა იმუშაოს, რომ ხალხს წყალი დროულად მიაწოდოთ?! ასეთ შემთხვევაში, არ გაქვთ უფლება ცისტერნებით არ უზრუნველყოთ მოსახლეობა ისე, რომ საათობით არ მოუწიოთ რიგში დგომა სიცხეში!”

,,როდის გაკეთდებაა როდის, ეგაა მთავარი. მერამდენე დღეა უკვე, რომ დაზიანდა გავიგეთ.”

,,ეს დღეები სულ ვაზისუბანში რატომ ხდება დაზინანება, საინტერესოა.”

,,რით ვერ გაიგეთ, რომ წყალი გვაქვს გრაფიკით, მორჩა კარგი ცხოვრება…”

,,8 წუთით ადრე მოვიდა მესიჯი და უკვე წყალი არ იყო !”

მოსახლეობის კომენტარებს კომპანია, უკვე მერამდენედ, ასე პასუხობს:

,,მოგესალმებით, სამწუხაროდ ვაზისუბნის მკვებავი მაგისტრალური ქსელი დაზიანდა, რის გამოც არის შეფერხება. წყალმომარაგება დილის 09:00 საათიდან აღდგება.”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close