პოლიტიკა

,,თუ შიდა და საგარეო საქმეები ერთ ადამიანს ეხება, მაშინ ის ყოფილა პრემიერ-მინისტრი”

ზურა ბატიაშვილი,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის საკუთარ ფეისბუქგვერდზდე წერს:

,,რამდენადაც არაერთი წელი ვიმუშავე უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურაში, გეტყვით, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც შს მინისტრს (რომელსაც, ბუნებრივია, პიროვნულად არაფერს ვერჩი) უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას აკისრებ და აი რატომ:
1. დასავლურ სამყაროში უსაფრთხოების საბჭოს ძირითადი ფუნქცია საგარეო საფრთხეებზე და მის პრევენციაზე მუშაობაა;
2. რაც არ უნდა ნიჭიერი ადამიანი იყოს, ერთ ადამიანს დეტალურად ვერ ეცოდინება შიდა და საგარეოს საფრთხეების დეტალები;
3. თუ შიდა და საგარეო საქმეები ერთ ადამიანს ეხება, მაშინ ის ყოფილა პრემიერ-მინისტრი;
4. შს მინისტრის ამ პოსტზე გამწესება ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოელი პრობლემებს. ეს კი წინასაარჩევნოდ პრორუსულ-პროსაბჭოური სიგნალებია;
5. შს მინისტრს ფიზიკურად არ ექნება იმის დრო, სრულყოფილად წარუძღვეს საბჭოს აპარატის დაკომპლექტებასა და მუშაობას. არადა, სწორედ ეს აპარატი ამზადებს საბჭოზე გასატან უსერიოზულეს საკითხებს, საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, სტრატეგიებს და ა.შ;
6. სუს-ს გაუჩნდება ბუნებრივი შეგრძნება, რომ შეიქმნა მისი ერთგვარი პარალელური სტრუქტურა და ყოველთვის ექნება ინფორმაციების “მოჟოშკვის” ცდუნება.
ეს რაც უცებ გამახსენდა. ისე, პრობლემები არ დაიმალება და მალევე გამოჩნდება.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალზედ არასერიოზულია, როდესაც ბოლო 1 წელიწადში ორ ასეთ საბჭოს აუქმებ და შემდეგ ისევ ქმნი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close