საზოგადოება

,,თუ პრემიერი არაფერს წარმოადგენს, მაშინ ზეწოლას როგორ ახდენს?”

,,მოკლედ, რამდენიმე დღეა საექსპერტო საზოგადოება განიხილავს პრემიერის გადადგომა-არგადადგომის საკითხს. თან როგორი ღვარძლით საუბრობენ, კვირიკაშვილი პოლიტიკოსი არააო და ა.შ.
ისე, ზოგიერთების ადგილას გავჩუმდებოდი. ეს იმათ ეხება, ვინც ივანიშვილმა შემოიყვანა პოლიტიკაში და მერე, როგორც შემოიყვანა, ისე გაიყვანა. ზოგიც სააკაშვილმა შემოიყვანა და ისე გაიყვანა, არავის გაუგია. იგვე ეხებათ 1%-იანებს.
გამიხარდებოდა ჩემი კოლეგებისგან რომ ეთქვათ, კარგი სტანდარტია, როცა პოლიტიკოსი პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზეო.
საუბრობთ ზეწოლა მოახდინა კონკურენციის სააგენტოზეო.
თუ ეს სააგენტო დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რაღა ზეწოლაა, დაადგენს დაირღვა კონკურენტული გარემოო და ფაქტობრივად გადააყენებს პრემიერს.
თუ დამოუკიდებელი არაა, რა მნიშვნელობა აქვს რა თქვა პრემიერმა?
ყველაზე მთავარი, თუ პრემიერი არაფერს წარმოადგენს, როგორც თქვენ საუბრობთ, მაშინ ზეწოლას როგორ ახდენს? სიცარიელეს შეუძლია ზეწოლის მიხდენა?
ან რას ელოდებიან სააგენტოს გადაწყვეტილებას, შეიტანონ სასამართლოში და მიყვნენ ბოლომდე, ლონდონამდე თუ სადაც იხილავენ ბიზნეს საქმეებს.
რაც შეეხება მეგობრების თემას, ვერ ჩავერევი. ერთს ვიტყვი, რომ რაღაც სტანდარტი დაირღვა. არ განვმარტავ. ინგა გრიგოლიას ჰქონდა კარგი რეპლიკა ამ თემაზე, ამომწურავი.
სამთავრობო ცვლილებებზე თვეებია ჭორები დადის. რომ შეიცვალოს, გამოვა რომ ამ თემის გამო მოხდა?
ტენდერებთან დაკავშირებითაც ვერ გავიგე ვერაფერი. პრობლემები რომ იყო ყოველთვის და ახლაც არის ალბათ, გასაგებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მაინტერესებს. გამოდის 5 დღის დაფუძნებული კომპანია რომ დაუშვა კომისიამ, ეს კარგია და თუ დისკვალიფიკაცია მისცა, – ცუდი. მანამდე იგივე ფირმას რამდენიმე ტენდერი მოუგია, მ.შ. მიწაც მიუღია, ზოგი რამ ობიექტური მიზეზებით ვერ შეასრულა, ზოგი სუბიექტურით. თუ სწორად გამოაცხადეს, 8 ტენდერი აქვს მოგებული და შესრულრბული 0.
არ ჩავყვები ბოლომდე, თავისით გაერკვევიან.
საავტომობილო ტენდერებს რაც შეეხება, წინა ხელისუფლების დროსაც, ახლაც, ყიდულობენ ტოიოტას, შკოდას, ჰიუნდაის და კიას. ეს ბრენდებია ძირითადად, რომლებიც ხარისხიან და შედარებით იაფიან მანქანებს უშვებენ. აბა მერსედესის და ბეემვეს მოგებული სამთავრობო ტენდერი არ მინახავს. ვისაც აქვს ამ ბრენდების წარმომადგენლობები, ისინი მოიგებენ ამ მთავრობაშიც და შემდეგშიც, ისევე როგორც მანამდე იგებდნენ.
რომ მოეგო სიტროენს, შესყიდვებში არსებულ პრობლემებზე გავიგებდით, თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა?
სალაპარაკო რომ არ იყოს, ბიზნესიდან მთავრობაში არ უნდა მოვიყვანოთ. თუმცა, სჯობს ასე, ვიდრე შრომის ბირჟიდან მთავრობაში მიდიან და შემდეგ ხდებიან მსხვილი ბიზნესმენები.
შემდეგი ბლოგი მანდატურების შესახებ იქნება. ნუ გგონიათ, რომ მანდატურების სამსახური ძალადობას აღმოფხვრის იმ გახლეჩილ საზოგადოებაში, რომელშიც ჭარბობს ზიზღის ენა და საინფორმაციო ტერორი (რაზეც წელიწადის წინ ვწერდი. იხილეთ ჩემი ძველი სტატია ამ თემაზე).

P.S. დათა თუთაშხია მახსენდება: “შენს საკეთებელს და ჩემს საკეთებელს, ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია!” ტენდერს მოუკვდა მომგონი” _ აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close