საზოგადოება
თუ პლასტიკურ ბარათზე ეს პინ-კოდები გაქვთ, სასწრაფოდ შეცვალეთ
ხშირად, პლასტიკური ბარათების პინ-კოდებად ყველაზე მარტივ კომბინაციას ვირჩევთ, ისევე როგორც სოციალური ქსელების შემთხვევაში.
ამ დროს გვავიწყდება, რომ ყოველთვის არსებობენ ჰაკერები, რომლებსაც მონაცემთა ბაზების გატეხვა და ჩვენი პლასტიკური ბარათებით თუ ონლაინ მისამართებით სარგებლობა შეულიათ.
სიურპრიზი არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველაზე პოპულარული 4-ციფრიანი – პაროლები 1234 და 1111. პაროლების მონაცემთა ბაზების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წელს, სწორედ აღნიშნული პაროლების მქონე ანგარიშებში შეაღწიეს კიბერთავდამსხმელებმა ყველაზე ხშირად.
ამიტომაც, თუკი თქვენი პლასტიკური ბარათის პინ-კოდი არის 1234 ან 1111, აუცილებლად უნდა შეცვალოთ.