პოლიტიკა

თუ ილია მეორე მოვალეობის შესრულებას ვეღარ შეძლებს, მას მიტროპოლიტი შიო განახორციელებს

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დაასახელა.
ქაშუეთში „გიორგობისადმი“ მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ ბრძანება წაიკითხა.
“მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების მიხედვით, რომელიც გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს.
იმ შემთხვევაში თუ პატრიარქი, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოვალეობების შესრულებას ვერ შეძლებს, ახალი პატრიარქის არჩევამდე, ეკლესიას სწორედ მოსაყდრე მართავს, რომელიც უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. ბრძანება ამასთან დაკავშირებით, დღეს დაიწერა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close