მსოფლიო

თურქებმა სომხეთის საზღვართან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს

თურქული მედიის ცნობით, სომხეთის საზღვართან თურქეთმა ფართომასშტაბიანი კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტენდიურეკის მთასთან, აგრის პროვინციაში გაჩაღებულ სპეცოპერაციაში საბრძოლო ავიაცია, სძიმე ტექნიკა და სპეცრაზმია ჩართული.

თურქულმა სამხედრო ავიაციამ ქურთების მშრომელთა პარტიის საბრძოლო სიმაგრეები და მიწისქვეშა ნაგებობები გაანადგურა. რეგიონში ტერორისტთა გამოვშენისა და განადგურების ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

თურქული მედიის ცნობით, სომხეთის საზღვართან კონტრტერორისტული ოპერაცია ზამთრის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close