ჯანდაცვა

,,თურქეთში წამლების დაბალ ფასს სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სერგეენკოს თქმით, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს:

„ჩვენგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში.

მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იგივე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი“ – განაცხადა სერგეენკომ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close