საზოგადოება
თოდუას კლინიკაში ხანძარია

ხანძარია თოდუას სახელობის კლინიკაში. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ხანძარი კლინიკის პირველ სართულზეა.
სიხარულიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.