საზოგადოება

,,თვალნათლივ ვხედავ, როგორ ილექება ბიუჯეტის ფული ვასილის ჯიბეში და გული მერევა”

ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია ,,კავკასიის” ხელმძღვანელი:

_ ძალიან ბევრი წლის წინ, საზღვარგარეთ, ტელებაზრობაზე, სადაც ფილმები და სერიალები იყიდება მოლაპარაკებისას ერთ–ერთი კომპანიის მენეჯერმა მკითხა – პირადად შენ რამდენი გინდაო. დავიბენი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. არადა, შე დურაკო, თურმე ატკატზე გეუბნება.

იმ პერიოდში საქართველოში სულ რამდენიმე ტელევიზია არსებობდა. საზღვარგარეთ პროდუქციის ყველაზე დიდი შემსყიდველი მაშინდელი სახელმწიფო ტელევიზია იყო. როგორც გავარკვიე, ატკატის თემა და სქემა იმდენად აწყობილი და “გაიასნებული“ იყო, მე კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი ვიყავი. კარგად ამიხსნეს, შენ რა გენაღვლება შენი ტელევიზია რამდენს გადაიხდის, რაც მეტს გადაიხდის შენ მეტ პროცენტს მიიღებო. რომ მიხვდნენ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, ადგნენ და უბრალოდ იაფად მომცეს რაც მინდოდა.

 ხოდა, რა მინდა რომ ვთქვა. დღეს რომ პარლამენტმა კანონი მიიღო, იმის შემდეგ ვასილის აი ასე, უბრალოდ შეუძლია დაჯდეს და მოილაპარაკოს კომპანიებთან, ყოველგვარი ტენდერის და ფორმალობის გარეშე. აქამდეც არ უჭირდა, მაგრამ დღეიდან ყველა გზა და ხელფეხი ხსნილი აქვს. გადავწყვიტე დავიკიდო პარლამენტის დღევანდელი სამარცხვინო გადაწყვეტილება და აღარ ავიშალო ნერვები, მაგრამ ძნელი იქნება. თვალნათლივ ვხედავ, როგორ ილექება ბიუჯეტის ფული ვასილის ჯიბეში და გული მერევა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close