საზოგადოება

თელავში, ოპოზიციის კარავზე თავდასხმა ავტომობილით, წარმოადგენს ტერორისტულ აქტს”

,,თელავის ცენტრში, ოპოზიციის საპროტესტო კარავზე თავდასხმა ავტომობილის გამოყენებით, წარმოადგენს ხელისუფლებიდან დაორგანიზირებულ ტერორისტულ აქტს, რასაც მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით არ მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი. ამ აღვირახსნილი თავდასხმის დამგეგმავნი და შემსრულებლები უმკაცრესად დაისჯებიან” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე-შალვა ნათელაშვილი.

კარვის ბინადარმა თელაველმა ოპოზიციონერებმა კი გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, რა მოხდა სინამდვილეში თელავის ცენტრში. მოგვიანებით, ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა გამოაქვეყნა იმ ავტომანქანის ფოტო, რომელიც კარავში შევარდა. როგორც ვარდოშვილი აცხადებს,  პოლიცია მისი მძღოლის იდენთიფიკაციას ვერ ახდენს, რაც ბევრ ეჭვს აჩენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close