„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას გეგმავენ
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დავით სუბელიანი აცხადებს, რომ რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას გეგმავენ.
როგორც დავით სუბელიანი აცხადებს, მთავარი მოთხოვნა ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ძირეული ცვლილებაა.
„იქნება პროცესები, სადაც ჩვენ კუთხეში უნდა მივიყვანოთ ხელისუფლება. უკვე არსებული კრიზისი კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ და მივაღებინოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, კარვებს მოვიტანთ მალე”, – განაცხადა დავით სუბელიანმა.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციაზე პოლიცია არ არის აგრესიული და აქტივისტებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება მისცეს.
„ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, პოლიციამ შემოგვთავზა ჩვენ ჩავსულიყავით მათთან და გვესაუბრა, არ მივიღეთ ეს შემოთავაზება. შემდეგ თვითონ ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვის საშუალებას არ მოგვცემდნენ. არ შედგა ეს მოლაპარაკება გვითხრეს, რომ შეგვიძლია თქვენი დარბევა, მაგრამ არ დაგარბევთ. ჩვენ ვუთხარით, რომ გვინდა ქუჩის დაკავება, არ დაგვთანხმდნენ, გავრისკეთ დავიკავეთ ქუჩა, პოლიციამ გაითვალისწინა, ეს არის ძალიან კარგი, ეს არის პირველი ნიშანი დიალოგისა”, – განაცხადა სუბელიანმა.
რუსთაველზე, პარლამენტთან აქცია სლოგანით „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს.
1tv