სხვა

თეატრალური წყვილის გაუხუნარი სიყვარული

„გარდაცვალების წინ დედამ უცებ ერთ კუთხეში დაიწყო ყურება, მამას ოთახის მიმართულებით... სახეზე საოცარი ღიმილი ჰქონდა“ - რას იხსენებს ნანა ლორთქიფანიძე მშობლების უკანასკნელ წუთებზე

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძისა და მსახიობ ქეთევან კიკნაძის შვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მშობლების საოცარ სიყვარულზე „დღის პოსტში“ საუბრობს:

.

-გიგა გარდაცვალებისას ქეთინოს ეძახდა, ქეთინო კი – გიგას… გარდაცვალების წინ საწოლთან ვესხედით დედას, მძიმე ღამე იყო. უცებ ერთ კუთხეში დაიწყო ყურება, მამას ოთახის მიმართულებით… სახეზე საოცარი ღიმილი ჰქონდა. ჩემი დეიდაშვილიც იქ იყო და უთხრა: ქეთინო, ხშირ-ხშირად თქვი: „უფალო შემიწყალე”. მართლაც, ეს სამჯერ ჩურჩულით გაიმეორა. მერე ბუტბუტით თქვა: „გიგა” და დახუჭა თვალები… ვერც მივხვდით, რა მოხდა. გვეგონა, რომ უბრალოდ დახუჭა თვალები და სინამდვილეში, გარდაიცვალა…

საოცარი სიყვარული ჰქონდათ… გიგაც საავადმყოფოში რომ იწვა, სულ ქეთინოს ეძახდა… ერთხელ ვითომ ვიეჭვიანე და ვუთხარი, შენ, მგონი, ქეთინო უფრო გიყვარს, ვიდრე შენი შვილები-მეთქი და დამეთანხმა, ასეაო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close