საზოგადოება

თბილისში 50 000-მდე ადამიანი უწყლოდ არის დარჩენილი _ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ნამუსი გაქვთ?

   რომან კოხრეიძე, თბილისში მაცხოვრებელი:

_ აი, რა ვერ ,,დასვარკეთ” ორი დღეა Georgian Water and Power – GWP LTD, Official. მთელი წერეთლის გამზირი ბომჟებივით ცხოვრობს თქვენს გამო. ადამიანებს მაღაზიაში წყლის შეძენაც კი არ შეუძლიათ დღეს დილიდან, რადგან ყველა წყალი გაიყიდა რაც კი მარკეტებში ჰქონდათ შემოტანილი. კი, მართალია, წყლის გამყიდველ კომპანიებს გაუხარდებათ ეს ფაქტი, მაგრამ ადამიანებმა რა ვქნათ.?! სველი ,,სალფეთქით” ვიბანაოთ?! ამხელა დაზიანების აღმოფხვრას მხოლოდ 2 კინკილა მუშა ცდილობს. ერთ-ერთი არის წუხანდელი ღამენათევი და შეიძლება, ჩაეძინოს კიდეც ოლღა ბებოს ძროხასავით.

თქვენ ნამუსი გაქვთ? ჩვენ პატრონი გვყავთ, საერთოდ? მერია, საკრებულო, გამგეობა ჰყავს ამ ქალაქს? თუ დღეს შაბათი რომ არის, ამიტომ, ჯერ არ გამოუღვიძიათ წუხელ-პარასკევს კარგად ნაქეიფარ-გამომთვრალებს?! ეს კომპანია საქართველოს ბანკს მიყიდეთ და ჰე, მოგვცეს სესხივით წყალი ეხლა, ცოტახნით ჩაგვასესხეთ და ჩაგასესხებთ ბიჭო!

არ უნდა იყოს ამხელა კომპანია მზად, ავარიული შემთხვევების დროს?! ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს დედაქალაქი მეგაპოლისია უკვე და საქართველოს თითქმის ნახევარი ამ ქალაქში ცხოვრობს?! უამრავი ბინაა გაქირავებული წერეთლის გამზირზე დღიურად, უამრავი სასტუმროა, სადაც ამჟამად წყალი არ არის და ეს იმ დროს ხდება, როდესაც ტურისტული სეზონი დაწყებულია. იმ ადამიანებს როგორი შთაბეჭდილებები შეექმნება ჩვენს ქალაქზე, წარმოდგენა გააქვთ საერთოდ? ხომ შეიძლება, რეზერვში გქონდეთ ეგ მილები? გამოაცხადეთ ტენდერი და შეიძინეთ ასეთი ვითარების მალე აღმოსაფხვრელად, სისულელეებში ნუ კი ფლანგავთ სახელმწიფო სახსრებს.

50 ათასი ადამიანი მაინც იქნება უწყლოდ ორიდღეა და ხმასაც რომ არავინ იღებს, ის კიდე უფრო მეტად საშიშია. არცერთ მედია საშუალებას არ გაუკეთებია კომენტარი ამის თაობაზე. ტრაპებიდან ისეთი სუნი ამოდის, რომ ხალხი ,,ბალკონზე” გადასახლდა. კიდევ კარგი თბილი დღეებია, თორემ ზამთარი რომ იყოს, ,,ბალკონზეც” ვერ გახვიდოდი ადმაიანი. თან გუგულიმ სიგარეტის მოწევაც  აუკრძალა ადამიანებს, სიგარეტის სუნი მაინც გადაფარავდა ამ ტრაპებიდან ამოსულ სუნს, რომ არა ეს კანონი!

 ცუდ დღეში ვართ, მოგვხედეთ ვინმემ !

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close